Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული

 

2 დეკემბერს 12:00 საათზე, გაიმართება ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის გახსნის ღონისძიება. კვირეული 8 დღეს გაგრძელდება და მასში საქართველოს 14 უნივერსიტეტი მიიღებს მონაწილეობას.


გახსნის ღონისძიების შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე "სახელმწიფოს პოზიტიული ვალდებულებები პანდემიის დროს, დაწესებული შეზღუდვები და ვაქცინაცია".


2021 წლის ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ:


2021 წლის ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ღონისძიებების უმრავლესობა გაიმართება ONLINE რეჟიმში, ხოლო მცირე ნაწილი აუდიტორიებში. დეტალური ინფორმაცია კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ განთავსდება ღონისძიების ორგანიზატორი უნივერსიტეტის ვებ ან ფეისბუქ გვერდებზე. 


ტრადიციულად თსუ იურიდიული ფაკულტეტი აქტიურად მონაწილეობს კვირეულში და ღონისძიებები იხილოთ აქ:  


ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ტარდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID-PROLoG) მხარდაჭერით.